Thursday, August 18, 2011

დედა--ყველაზე მშენიერი არსება

1.პროექტის სახელწოდება: დედა--ყველაზე მშვენიერი არსება

2.პროექტის მთავარი იდეა: დედობა ძვირფასი, სათუთი და ამაღელვებელი  გრძნობაა.დედა-შვილს შორის უხილავი ძაფები.ქართველი კაცისთვის დედაა სიცოცხლის საწყისი,ამიტომაც სამშობლოს უწოდა დედასამსობლო,მთავარ სვეტს --დედაბოძი,მიწას--დედამიწა.
3.პროექტის აქტუალობა: ლიტერატურული,ისტორიული,ბიოლოგიური და ა.შ   მასალების მოძიება.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქალის,დედის და    დედაშვილური ურთიერთობის შესახებ.გაარკვევენ და აღწერენ თუ რა როლი ეკისრება დედას საზოგადოებაში,ოჯახში.ასევე მოიძიებენ ინფორმაციას დედისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის შესახებ და დაადგენენ თუ რამდენად ძლიერია ეს კავშირი.გაიხსენებენ დედასთან,როგორც სიცოცხლის საწყისთან დაკავშირებულ სიტყვებს,ურთიერთობებს.ამ თემასთან დაკავშირებით მოიძიებენ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს,ლექსებს,სიმღერებს,ფრაზებს.განიხილავენ ხელოვნების ნიმუშებს:ნახატებს,ქანდაკებებს,ინტერვიუს აიღებენ ორსულ,ახალბედა და გამოცდილ დედებისგან,გააკეთებენ ბუკლეტებს,გადაიღებენ სურათებს. გათამაშდება სცენები პიესებიდან და ფილმებიდან.
5.მონაწილეთა ასაკი:         VI--VII კლასი 
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ფოტო-გამოფენა,ლექსები,
სიმღერები,ბუკლეტები.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის და ინტერვიუების აღების უნარი,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები და დარწმუნდებიან დედობის აუცილებლობაში.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტ ძიება,power point,ვიდეო კამერა  ინტერვიუებისთვის,ფოტო აპარატი,ვიდეო მასალები,სხვადასხვა  ლიტერატურები.
9. პროექტის მსვლელობა:მასწავლებლის მიერ პროექტის გაცნობა,მოსწავლეები კლასში იმუშავებენ ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს ექნება დავალება და საკვლევი მასალა. კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
10.საგნებთან კავშირი:ლიტერატურა,ხელოვნება,ხატვა,მუსიკა,ისტორია,ბიოლოგია
11.პროექტის ხელმძღვანელი: ელზა გოზალიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:elzagozalishvili@gmail.com                                           
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:e-gozalishvili.blogspot.com



    
                                                   











                                                       
                                                     

No comments:

Post a Comment